ახალი ამბები

სასამართლოში ვივლი კვირაში ერთხელ, თუ უნდათ, დამაპატიმრონ – გვარამია

11 თებერვალი, 2020 •
სასამართლოში ვივლი კვირაში ერთხელ, თუ უნდათ, დამაპატიმრონ – გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, არ აპირებს ფორსირებულ სასამართლო პროცესებზე დასწრებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას პატიმრობა დაემუქრება. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 11 თებერვალს, საკუთარი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა.

გვარამიას განმარტებით, პროცესებისთვის მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დროის მოითხოვს და გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დრო აკლდება ტელეკომპანიის მმართვის პროცესს, მოსამართლეს შესთავაზა პროცესების კვირაში ერთხელ დანიშვნა:

“მოსამართლესაც ვუთხარი, რომ შემიძლია კვირაში ერთხელ დავუთმო ერთი დღე პროცესს, მეტი დრო მე არ მაქვს… მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება… ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ ის პატიმრობით. პატიმრობაში ყოფნა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს”, – განაცხადა გვარამიამ.

“რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს საქართველოს პროკურატურა “რუსთავი 2-ის” ქონების გაფლანგვას ედავება. ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – “რუსთავი 2-ის” ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და “ინტერ მედია პლუსის” დირექტორს. აღნიშნული ბრალი გავრამიას გასული წლის ნოემბერში წარდგინა, თუმცა მანამდე „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“ ედავებოდნენ. გვარამია ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი