ახალი ამბები

გაყინულ ტბებზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

11 თებერვალი, 2020 •
გაყინულ ტბებზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურის ვარდნის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით ტბებსა და წყალსაცავებზე ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა შეინიშნება და მათზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, არ გადაადგილდნენ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი