ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოში კვლავ „რუსოფობიური კამპანიის“ არსებობაზე საუბრობს

11 თებერვალი, 2020 •
მოსკოვი საქართველოში კვლავ „რუსოფობიური კამპანიის“ არსებობაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი რუდენკო ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა მაშინ აღდგება, რაც საქართველოში „რუსოფობიური კამპანია“ დასრულდება.

რუდენკო ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე მაინც არსებობს.

„აკრძალვის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ იმის შემდგომ იქნება შესაძლებელი, როდესაც ამისთვის შესაფერისი გარემო იარსებებს. უპირველესად კი ეს ეხება საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის აღმოფხვრას“, – ამბობს რუდენკო.

საქართველოში ვიზიტის დროს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა, რასაც თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა.

აქციები 20 ივნისს დაიწყო და პროტესტის განმავლობაშ, დემონსტრანტებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის, მაშინდელი შს მინისტრის – გიორგი გახარიას გადაყენება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული შეაფასა “რუსოფობიურ პროვოკაციად”  და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი