ახალი ამბები

მივაწვდით ინფორმაციას პოლიტიკურ სიტუაციაზე – კალაძე და კობახიძე სტრასბურგს ეწვევიან

11 თებერვალი, 2020 •
მივაწვდით ინფორმაციას პოლიტიკურ სიტუაციაზე – კალაძე და კობახიძე სტრასბურგს ეწვევიან

11-13 თებერვალს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს გამართავენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ისინი ევროპარლამენტში გამართავენ შეხვედრებს.

„დღეს ჩვენ მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც გვექნება სხვადასხვა შეხვედრები მომდევნო სამი დღის განმავლობაში. შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი