ახალი ამბები

„ეს იყო ჩემი შეცდომა“ – კალაძე უგულავას მიერ ბრალის აღიარებაზე

11 თებერვალი, 2020 •
„ეს იყო ჩემი შეცდომა“ – კალაძე უგულავას მიერ ბრალის აღიარებაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის – გიგი უგულავასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კალაძე შეეხო თავის წინა განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ უგულავამ აღიარებითი ჩვენება მისცა/ კალაძის თქმით, „ეს მისი შეცდომა“ იყო და „არასწორი განმარტება“ გააკეთა. მაშინ კალაძემ აღნიშნა, რომ „გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“, ხოლო უგულავამ კალაძის განცხადება უარყო.

კალაძის თქმით, უგულავას დაპატიმრება არაა კავშირში საარჩევნო წელთან.

„საარჩევნო წელიწადი რა შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხის გება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ადამიანურად არავის დაჭერა არ უხარია.

ამასთან ერთად, კალაძე აცხადებს, რომ არასწორი ინფორმაციაა, რომ უგულავა ერთ საქმეზე ორჯერ გასამართლდა.


გიგი უგულავა უკვე გადაყვანილია მატროსოვის ციხეში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი