ახალი ამბები

ჩუგოშვილი უგულავას განაჩენზე

10 თებერვალი, 2020 • 923
ჩუგოშვილი უგულავას განაჩენზე

საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოკლა სხვა საკითხებზე რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი.

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, მას არ სურს საქმის სამართლებრივ დეტალებზე საუბარი, თუმცა ფიქრობს, რომ საკითხს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რომელიც საკმაოდ ნეგატიურია.

“ამან მოკლა რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი სხვა საკითხებზე”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი