ახალი ამბები

თოვლის გამო ბათუმის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო

10 თებერვალი, 2020 • 1538
თოვლის გამო ბათუმის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო

ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ავიარეისი გადაიდო, რის გამოც აეროპორტში ასეულობით მგზავრი ჩარჩა.

Flightradar24-ის ინფორმაციით, 9 თებერვალს გადაიდო რეისები მინსკის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტში ასევე ვერ ჩამოფრინდა რეისები სტამბოლიდან და თელ-ავივიდან.

როგორც ისრაელის მედიასაშუალება Vesty იუწყება, თელ-ავივის მიმართულებით რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ვერ გაფრინდა ისრაელის 150 მოქალაქე, რომლებიც ავიაკომპანიამ ადგილობრივ სასტუმროებში გადაანაწილა.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, გუშინ, 9 თებერვალს, თელ-ავივში გაფრინდა ერთი თვითმფრინავი დილით. მეორე თვითმფრინავი, რომელიც უნდა დამჯდარიყო ბათუმში, დაჯდა თბილისში – გუშინ. მესამე კი, რომელიც ვერ გაფრინდა, გაფრინდება დღეს – მიმდინარეობს ჩასხდომა.

ბათუმში 9 თბერვლის დილიდან თოვს, რასაც ღამით ყინვაც დაერთო.

ფოტოზე: ავიაკომპანია “ISRAIR-ის” თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში. ფოტო: vesty.co.il

მასალების გადაბეჭდვის წესი