გარდა ამისა, როგორც BBC წერს, პოლიციის განცხადებით, ბრალდებულმა საკუთარი მანქანიდან კიდევ 2 სხვა ადამიანს ესროლა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ შემთხვევვის შემდეგ შეიარაღებული ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მას სამხრეთ ბავარიის რეგიონში ეძებდნენ. დევნის შემდეგ გაზგასამართ სადგურთან, ანსბახიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. ბრალდებულის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.
BBC წერს, რომ ეჭვმიტანილის მოტივი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მას პირადი მიზეზები ამოძრავებდა. პოლიცია ეჭვობს, რომ 82 წლის მოკლული ქალი დაკავშირებულია ეჭვმიტანილთან.