წინასწარი შედეგებით, 9 თებერვალს გამაართულ აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე მილი მეჯლისში მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატების დიდი ნაწილი – 125 მანდატიდან 65 მოიპოვა. დანარჩენი ხმები დამოუკიდებელ კანდიდატებზე და ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.
აზერბაიჯანული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, არჩევნებმა მასობრივი დარღვევების [ე.წ. კარუსელი, კონვერტების ჩაყრა] ფონზე ჩაიარა.
ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 49%-ს მიაღწია.