ახალი ამბები

ზუგდიდის მერია ქალებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპ მანქანებს ყიდულობს 

8 თებერვალი, 2020 • 2529
ზუგდიდის მერია ქალებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპ მანქანებს ყიდულობს 

ზუგდიდის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის 20 ხორცსაკეპ მანქანას ყიდულობს, რათა ქალები დაასაჩუქროს. 

მათ შესაძენად ზუგდიდის მერიამ ელექტრონული ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა.  ტექნიკის შესაძენად მერია 3 980 ლარის დახარჯვას აპირებს. 

ადგილობრივ გამოცემა “ლაივპრესის” ცნობით, მათ  ადგილობრივ ხელისუფლებაში განუმარტეს, რომ ტექნიკას გადასცემენ იმ ქალებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ.

“მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა ორგანიზაციას მერიისგან გაეგზავნება წერილი, თუ ვის თვლინ საჭიროდ, რომ წარადგინონ. ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს რა თქმა უნდა”. 

რატომ ჩათვალეს საჭიროდ ზუგდიდის მერიაში ქალების საოჯახო ტექნიკით დასაჩუქრება და ამ გზით ქალებზე გენდერული სტერეოტიპების გაძლიერება – “ნეტგაზეთის” ამ კითხვას ზუგდიდის მერიაში ჯერ არ პასუხობენ. 


მთავარი ფოტო: ქალზე ძალადობა. ფოტო: EPA-EFE/FRANCIS R. MALASIG

მასალების გადაბეჭდვის წესი