ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში FIFA-ს მიერ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

8 ივლისი, 2015 •
აფხაზეთში FIFA-ს მიერ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯემალ გუბაზის განცხადებით, მოლაპარაკებებმა კონფედერაციების დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის (CONIFA) მსოფლიო ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების შესახებ წარმატბით ჩაიარა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ასოციაციის წარმომადგენლები აფხაზეთს ტექნიკური საკითხების განსახილველად და დასაზუტებლად ეწვევიან. აფხაზეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თავად CONIFA-ც

“ჩვენ ჩემპიონატი დიდი მასშტაბით უნდა ჩავატაროთ. ასოციაციის წარმომადგენლები გასულ წელსაც იმყოფებოდნენ აფხაზეთში. ახლა მათ საფეხბურთო მოედნები, მინდორი და სასტუმროები უნდა დაათვალიერონ”,- ამბობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

CONIFA მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ევროპის ჩემპიონატსაც ატარებს, რომელიც 2015 წელს უნგრეთში გაიმართა. მონაწილე გუნდებს შორის იყვნენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც, რომელთა მოთხოვნა ვიზაზე უნგრეთის საელჩოსგან უპასუხოდ დარჩა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით,  სწორედ ეს გახდა CONIFA-ს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის  მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში    გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი