“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე არ გმორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებში მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
კალაძე ფიქრობს, რომ “ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გამარჯვების და პარლამენტში მყარი უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს:
“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი და მოიპოვოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ეს არის “ქართული ოცნება”, შეილება, საკონსტიუტციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს” ,- ამბობს კალაძე.
დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც 2020 და 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 50-მდე მცირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კალაძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის არჩევნები სრუად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.