ტელეარხ „დოჟდის“ ჯურნალისტის – რომელიც პუტინის საქმიანობის გაშუქებითაა დაკავებული – ანტონ ჟელნოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მონაწილეებს სიცხეს უზომავენ.
როგორც პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, ეს ზომები კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდგა. მისი თქმით, საჯარო ღონისძიების ყველა მონაწილე მოწმდება. პესკოვმა ეს „ვედომოსტის“ ჟურნალისტთან განაცხადა, რომელსაც აგრეთვე გაუზომეს ტემპერატურა.
კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. ვირუსით ამჟამად დაავადებულია 30 000-მდე ადამიანი, გარდაიცვალა 500-ზე მეტი ადამიანი, განიკურნა – 1000-ზე მეტი.
გარეკანის ფოტო: EPA