ახალი ამბები

„ჰოლივუდის ლეგენდა“ კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

6 თებერვალი, 2020 • 1984
„ჰოლივუდის ლეგენდა“ კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კირკ დაგლასი, — „ჰოლივუდის ლეგენდა“, როგორც მას BBC უწოდებს — 5 თებერვალს, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამზე დაადასტურა მისმა შვილმა, მსახიობმა მაიკლ დაგლასმა.

კირკ დაგლასის კარიერა 70 წელზე მეტს ითვლის. 1916 წელს დაბადებულმა, სამსახიობო სფეროში წარმატებას 1940-იან წლებში, „ჰოლივუდის ოქროს ხანაში“ მიაღწია.

დაგლასის ფილმოგრაფია 100-მდე ნამუშევარს ითვლის. მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა 1960 წელს გადაღებული „სპარტაკუსი“, სადაც მთავარ როლს ასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი