ახალი ამბები

პრეზიდენტი: ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას

6 ივლისი, 2015 •
პრეზიდენტი: ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების შესახებ. მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,”– ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღეს ფიზიკა-მათემატიკის ყოფილი ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; მათ შორის ერთი – საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

თბილისის ვიცე–მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და ყველა, ვინც დამნაშავეა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი