ახალი ამბები

ერთ ღამეში ვაკეში 32 ბოძკინტი გაანადგურეს – მერია

5 თებერვალი, 2020 • 12879
ერთ ღამეში ვაკეში 32 ბოძკინტი გაანადგურეს – მერია

თბილისის მერია ამბობს, რომ ვაკეში ერთ ღამეში ტროტუარებზე განთავსებული 32 ბოძკინტი გაანადგურეს. უწყების თქმით, ბოძკინტები განათავსეს იმისთვის, რომ ტროტუარი ავტომობილების პარკინგისთვის არ გამოიყენონ, ქვეითებმა კი გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ.

„ვიცით, რამხელა პრობლემას წარმოადგენდა ტროტუარის საპარკინგე ზონად გამოყენება. ამ დროს ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება ეზღუდებოდათ. შესაბამისად, სპეციალური დგარებით, იგივე ბოძკინტებით, ტროტუარის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ, თუმცა ერთ ღამეში, დაახლოებით, 32 დგარი მოჭრეს და გაანადგურეს.

ზოგ შემთხვევაში, მანქანით აზიანებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი მოჭრეს“,- განაცხადა კახა კალაძემ დღეს, 5 თებერვალს. თბილისის მერმა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა.

კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მისთვის ვანდალიზმი მიუღებელია და ამას საზოგადოება ერთობლივად უნდა ებრძოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი