“ევროზონის წესების დარღვევით… მოლაპარაკებები პროგრამზე, რომელიც მილიარდები ჯდება, რთული წარმოსადგენია. ციპრასს და მის მთავრობას ბერძენი ხალხი უიმედობის გზაზე მიჰყავთ. ციპრასმა დაანგრია ბოლო ხიდები, რომლითაც ევროპასა და საბერძნეთს კომპრომისისაკენ სვლა შეეძლოთ”, – განაცხადა მინისტრმა.
რეფერენდუმის პირველადი შედეგებით საბერძნეთი უარს ამბობს საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის საერთაშორისო კრედიტორების პირობებზე. ციპრასის მთავრობა ევროზონასთან და სხვა კრედიტორებთან ხელახალი მოლაპარაკებებისთვის მზაობას აცხადებს.
