ახალი ამბები

ოპოზიცია პარლმენტის შესასვლელებთან “სირცხვილის კორიდორებს” აწყობს

5 თებერვალი, 2020 • 1904
ოპოზიცია პარლმენტის შესასვლელებთან “სირცხვილის კორიდორებს” აწყობს

ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შესასვლელებთან “სირცხვილის კოდრიდორებს” აწყობენ. თუმცა პარლამენტართა ნაწილი უკვე შესულია საკანონდმებლო ორგანოში.

აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით “სირცხვილია!” და “შეცვალე!”.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან პროტესტს და რეგულარულად მაოწყობენ “სირცხვილის კორიდორებს”.

“მათ აუცილებლად მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. რაც უფრო მალე იზამენ ამას, მით უკეთესი მათთვის”, – უთხრა გიორგი ვაშაძემ ნეტგაზეთს. მისვე თქმით, პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გასული წლიდან ითხოვს. საპროტესტო აქციები ამ თემასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაპირების შესრულება გადაიფიქრა და უარი თქვა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი