ახალი ამბები

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი ილია მეორეს შეხვდა

4 თებერვალი, 2020 •
აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი ილია მეორეს შეხვდა

აშშ-ის ახალო ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს და სხვა სასულიერო პირებს შეხვდა.

ინფორმაციას  და ფოტომასალას 3 თებერვალს გამართული შეხვედრის შესახებ საპატრიარქო დღეს ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ამავე წყაროს ცნობით, ელჩს სიტყვებით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინტერრელიგიურ საბჭოში  თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნის” გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქ-ნ კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა”,- იუწყება საპატრიარქო.

მასალების გადაბეჭდვის წესი