დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, სამყარო ყოველწამს შეუმჩნეველი მასშტაბებით იზრდება. ყველაფერი იცვლება და ვითარდება მაშინაც კი, როცა გვძინავს. მაგალითად, შაბათ დილას, უქმეებზე კარგად გამოძინებულებს რამდენჯერ ჩამოგვისქროლავს სოციალური ქსელები და აღმოგვიჩენია, თურმე რამდენ ხანს გვეძინა და რამდენი რამ მოხდა ამასობაში.
ასე, თვალსა და ხელს შუა, ბაზარზე უკვე პირველი ქართული ონლაინ-გაყიდვების პლატფორმა ჩაშვებულა. როგორც გავიგეთ VENDOO 2019 წლის მაისში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და დღეს უკვე 250-ზე მეტი მაღაზიის 30,000-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ პროდუქციის გამოწერა უცხოური საიტებიდან უკვე საკმაოდ პოპულარული რამაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სულ სხვაა, როცა პროდუქციას ქართული საიტიდან იწერ, ამოწმებ ყველა დეტალს, სარგებლობ განვადებით, რაც ყველაზე მთავარია, ნივთი მალევე, უფასოდ გაკითხავს სახლში.
ახლა კიდევ ახალი და ძალიან სასარგებლო ამბავი ონლაინ-შოპინგის მოყვარულებისთვის! იანვარში Vendoo-მ და Visa-მ მეგობრობის შეთანხმება დადეს. შოპინგისას დროის დაზოგვა და საჩუქრები თუ გიყვართ, აბა ნახეთ რა ამბებია:
შეარჩიე პროდუქტი:
250-ზე მეტი მაღაზიის 30 000-ზე მეტი პროდუქტიდან Vendoo.ge -ზე;
გადაიხადე VISA ბარათით:
გააკეთე, მინიმუმ 100-ლარიანი შენაძენი ვიზას ნებისმიერი ბარათით;
მიიღე 50₾ ვაუჩერი
მიიღე 50₾ ვაუჩერი, რომელიც SMS სახით მოგივა შეკვეთის ჩაბარების შემდეგ.
50-ლარიანი ვაუჩერის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ერთჯერადად. თუმცა, ეს ყველაფერი არაა! მოკლედ, 5 კვირის განმავლობაში ყოველკვირეულად გამოვლინდება ერთი იღბლიანი გამარჯვებული, რომელიც ყველაზე მეტჯერ VISA ბარათით გადახდისთვის 500-ლარიანი ვენდუს სასაჩუქრე ვაუჩერით დასაჩუქრდება. საიტზევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ რეიტინგს და გამოთვალოთ, მოგების რა შანსები გაქვთ.
კამპანია მიზნად ისახავს, განავითაროს უპრეცენდენტო ონლაინ შესყიდვის პლატფორმა საქართველოში, სადაც მომხმარებელი სასურველ ნივთს სწრაფად, მარტივად და კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად შეიძენს.
Visa-სა და Vendoo-ს პარტნიორობას აქამდეც არაერთი მომხმარებელი გაუხარებია; მაგალითად, პლასტიკური ბარათებით გადახდების წახალისების მიზნით 2019 წლის აგვისტოს თვეში შედგა VISA-ს და ვენდუს პირველი მოკლევადიანი თანამშრომლობა. კამპანია საკმაოდ წარმატებით წარიმართა და მომხმარებლებისგან ძალიან პოზიტიური გამოხმაურებაც მიიღო.
თუ კიდევ გეპარებათ რამეში ეჭვი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ რა უპირატესობები აქვს VENDOO-ს:
- სწრაფი და უფასო მიტანა მთელი საქართველო მასშტაბით
- გარანტია
- ხარისხიანი, ორიგინალი პროდუქცია
- მოქნილი უკან დაბრუნების პოლიტიკა
- განვადებით, ნაღდით და პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორების შესაძლებლობა.
მოკლედ, ყველაფერია იმისთვის, რომ შოპინგმა ნამდვილი სიამოვნება მოგანიჭოთ.