ახალი ამბები

5 ივლისს სამძებრო სამუშაოების მიზნით მტკვარში წყლის დონე მინიმუმამდე დაიწევს

4 ივლისი, 2015 •
5 ივლისს სამძებრო სამუშაოების მიზნით მტკვარში წყლის დონე მინიმუმამდე დაიწევს

შსს-ს ცნობით, პარალელურად, ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება.

 

წყლის დონის დაწევა შესაძლებელს გახდის მდინარე მტკვარში წყალდიდობის დროს ჩახერგილი და ჩაჭედილი, მოტივტივე და არამოტივტივე საგნების გამოჩენას, ასევე ლამისა და ქვიშა-ღორღის ჩამორეცხვას სანაპირო ზოლიდან, აცხადებს სამინისტრო.

 

უწყების ცნობით, პარალელურ რეჟიმში ჩატარდება საძიებო-გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკა-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის დახმარებით. ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ზედაპირული საძიებო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებას. საძიებო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებული, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ.

მტკვარი
მტკვარი

მასალების გადაბეჭდვის წესი