ახალი ამბები

გრიპის შემთხვევები მე-5 კვირაა, მცირდება – გამყრელიძე

3 თებერვალი, 2020 • 1298
გრიპის შემთხვევები მე-5 კვირაა, მცირდება – გამყრელიძე

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე მეხუთე კვირაა, გრიპის შემთხვევების შემცირების ტენდეცია ფიქსირდება.

გამყრელიძის თქმით, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია და 158-ს შეადგეს. წინა კვირას ეს მაჩვენებელი 172 იყო.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო კვირას გაზრდილია „მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის“ დიაგნოზით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. თუ წინა კვირას ამ მიზეზით ჰოსპიტალიზაცებულთა საერთო რაოდენობის 28% მოხვდა საავადმყოფოში, ბოლო კვირას ეს მაჩვენებელი 32.6%-მდე გაიზარდა.

გამყრელიძე აგრეთვე აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონზე მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი 99 000 ადამიანი ამ მომენტისთვის აცრილია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის გრიპის ვაქცინის რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი მარაგი.

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თქმით, ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის B ტიპის ვირუსი და მასზე შემთხვევების 60% მოდის, ხოლო დაახლოებით 8% არის H1N1 – ე.წ ღორის გრიპი, დაახლოებით 4% კი – H3N1.

მასალების გადაბეჭდვის წესი