ახალი ამბები

წლიური ინფლაცია 6.4%-ია

3 თებერვალი, 2020 •
წლიური ინფლაცია 6.4%-ია

2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების) დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ –  6.4 პროცენტი შეადგინა. ამას მოწმობს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა სამომხმარებლო ფასების 5.9- პროცენტიანი ზრდა.

ინფლაცია წინა თვესთან შედარებით

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3- პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.76 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელების და ნატურალური წვენების ქვეჯგუფზე (-1.2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (3.5 პროცენტი), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (0.6 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა ტურისტულ მოგზაურობაზე (-16.7 პროცენტი).

წლიური ინფლაცია

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2020 წლის იანვრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3- პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი