ახალი ამბები

“ინფორმაცია მიიღეთ ოფიციალური წყაროებიდან, საქართველოში კორონავირუსი არაა” – გამყრელიძე

1 თებერვალი, 2020 • 1872
“ინფორმაცია მიიღეთ ოფიციალური წყაროებიდან, საქართველოში კორონავირუსი არაა” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას არ აჰყვნენ პანიკას და ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

“ნუ მიეცემით პანიკას. ეს პანიკა კიდევ აუარესებს შემდგომ საზოგდოებრივ აზრს და ქვეყანაში ართულებს ამ დაავადების პრევენციას და პროფილაქტიკას. გთხოვთ მიჰყვეთ რეკომენდაციებს და მიიღოთ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან.

საქართველოში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არცერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შმეთხვევა. მნიშვნელოვნად კონტროლდება ყველა მგზავრ ჩინეთიდან, იქნება ჩინეთის თუ სხვა ქვყენის მოქალაქე” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კორონავირუსზე უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება – NCDC

 

მასალების გადაბეჭდვის წესი