ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევაში თბილისმა სოხუმს საარქივო დოკუმენტები გადასცა

2 ივლისი, 2015 •
ჟენევაში თბილისმა სოხუმს საარქივო დოკუმენტები გადასცა

“მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


დისკუსიების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს  საკითხები, როგორებიცაა ძალის არგამოყენება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჰუმანიტარული უფლებების უზრუნველყოფა, საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ბარიერის მოხსნა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.


მოლაპარაკებების დროს აფხაზურმა მხარემ დისკრიმინაციულ ფაქტად შეაფასა აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის უნგრეთში, ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარის თქმა.

 

“ევროპული ქვეყნების მიერ აფხაზი სტუდენტებისთვის – საცეკვაო კოლექტივებისთვის, სპორტული გუნდებისთვის და ტურისტებისთვის ვიზების გაცემაზე სისტემატურად უარის თქმა რიგი ევროპული სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ ფაქტობრივ ჰუმანიტარულ ბლოკადაზე მეტყველებს”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.


რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს, “სპუტნიკის” ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ აქ საარქივო მასალებისა და ტექნიკური დოკუმენტების ნუსხა წარადგინა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების პროგრამის ფარგლებში.

 

“გაეროს გენერალური ასამბლეისთვის საქართველოს მიერ წარდგენილი სარეზოლუციო პროექტის განხილვის დროს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სამუშაო ჯგუფი,”- წერს “სპუტნიკი”.

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი