რუსეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის ვიცე-პრემიერის ტატიანა, გოლიკოვას ინფორმაციით, კორონავირუსი ტიუმენის ოლქში ჩინეთის ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა.
“გამოვლენილია კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტი, ორივე ჩინეთის მოქალაქეა”, – განუცხადა გოლიკოვამ ჟურნალისტებს.
ეს რუსეთში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევაა.
კორონავირუსი ამჟამად ჩინეთსა და 20-მდე სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა – დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 150-ზე მეტი. მთლიანობაში, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 10 000 ადამიანია ინფიცირებული.