ახალი ამბებიეკონომიკა

2019 წელს ეკონომიკა 5.2 %-ით გაიზარდა – წინასწარი შეფასება

31 იანვარი, 2020 •
2019 წელს ეკონომიკა 5.2 %-ით გაიზარდა – წინასწარი შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წელს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა.

საქასტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა.

2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტი და დასაწყობების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის, სასტუმროების და რესტორნების სფეროებში. კლება კი მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2019 წლის მონაცემებით, ექსპორტი 12.4 პროცენტითაა გაზრდილი, იმპორტი კი 0.8 პროცენტით შემცირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი