ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო იყოს

2 ივლისი, 2015 •
ხაჯიმბა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო იყოს

მისი თქმით, სიტუაცია მარტივი არ არის და ის, რაც ბოლო წლებში გაკეთდა, არ არის საკმარისი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის.

 

“ჩვენ ამ ხარვეზის გამოსწორებას ვცდილობთ ქვეყანაში ინვესტიცების მოზიდვით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებთან კავშირებით და შიდა ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნით”, – აცხადებს ხაჯიმბა.

 

აფხაზეთის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული რეზერვების ეფექტურად გამოყენება.

 

“ფისკალური დისციპლინის გაუმჯობესების ხარჯზე ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ შემოსავლები, რამაც საშუალება მოგვცა, ბევრი პრობლემა საკუთარი ხარჯებით მოგვეგვარებინა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი ჩვენზე – აფხაზეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული”, – ამბობს ხაჯიმბა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი