ახალი ამბები

საზღვრები ჩაკეტილი აქვს მხოლოდ ერთ ქვეყანას: ჩრდილოეთ… – გამყრელიძე

31 იანვარი, 2020 •
საზღვრები ჩაკეტილი აქვს მხოლოდ ერთ ქვეყანას: ჩრდილოეთ… – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) დირექტორის თქმით, მიუხედავად ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებისა, საზღვრების ჩაკეტვა და ადამიანის უფლებათა დარღვევა მიუღებელია. საზღვრები კი დღესდღეობით მხოლოდ ერთ ქვეყანას – ავტორიტარულ ჩრდილოეთ კორეას აქვს.

გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ 21-ე საუკუნეში ტექნიკისა და გადაადგილების საშუალებების განვითარებასთან ერთად, ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ ქვეყნები პრევენციულ ზომებს იღებენ.

„მგზავრობას დღეს თქვენ ისე ვერ შეზღუდავთ, ღიაა საზღვრები. ძლიერ ასეთ შეზღუდვას აკეთებს.. არ მინდა დავასახელო ახლა ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ მე ჩავკეტე ყველა ჩემი საზღვარი და არავის შემოვუშვებთ. არ მინდა დავასახელო, ყველამ ვიცით – ჩრდილოეთ….

ამიტომ დანარჩენი ქვეყნები ღია არიან, მაგრამ ატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს და მზადყოფნა აქვთ ისეთი, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ“, – ამბობს გამყრელიძე.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში დღესდღეობით კორონავირუსის 9 000-ზე მეტი დაფიქსირებული შემთხვევა არსებობს.

შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში აღმოაჩინეს, საზღვარგარეთ კი ვირუსის მხოლოდ 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, მსოფლიოს 19 ქვეყანაში.

საქართველოში ჯერჯერობით არ ფიქსირდება კორონავირუსის არცერთი შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი