ახალი ამბები

ბეზოსი 15 წუთში $13 მილიარდით გამდიდრდა

31 იანვარი, 2020 •
ბეზოსი 15 წუთში $13 მილიარდით გამდიდრდა

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 15 წუთში 13,2 მილიარდით გამდიდრდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Bloomberg“ ავრცელებს.

ჯეფ ბეზოსმა კაპიტალის გაზრდა მისი კომპანიის, Amazon-ის აქციების 12%-იანი ზრდის წყალობით მოახერხა. აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ მეოთხე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ამჟამად, Forbes-ის ცნობით, ბეზოსის კაპიტალი 129,5 მილიარდი დოლარია.

დღეისთვის ბეზოსს Amazon-ის აქციების 12% ეკუთვნის, აქციების 100%-ის ღირებულება 927,48 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბეზოსის სხვა პროექტი, კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin შეფასებულია 6,2 მილიარდ დოლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი