ახალი ამბები

2 წლის ანიტა, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდებოდა, გარდაიცვალა

31 იანვარი, 2020 •
2 წლის ანიტა, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდებოდა, გარდაიცვალა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც გულის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბავშვის ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

მათი თქმით, ანიტას მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, ბავშვს შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

ანიტა ბოლო რამდენიმე თვეა დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა, მას გულის გადანერგვა სჭირდებოდა. ბავშვი მკურნალობას ინდოეთში  გადიოდა.

მანამდე ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი დონორის გამოჩენას ელოდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი