ახალი ამბები

“არ ხარ მარტო” – თანასწორობის მოძრაობა ჰომოფობური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

30 იანვარი, 2020 • 1843
“არ ხარ მარტო” – თანასწორობის მოძრაობა ჰომოფობური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

დღეს, 30 იანვარს, “თანასწორობის მოძრაობამ” გამართა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე შედგა ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომრისა და ვიდეოკლიპების წარდგინება აუდიტორიისადმი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კამპანია მიზნად ისახავს ამ უმწვავეს პრობლემაზე, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ბულინგზე, მსჯელობის დაწყებას.

“ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის” მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

არ ხარ მარტო – ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ

?‍? დღეს, 30 იანვარს “თანასწორობის მოძრაობა” იწყებს კამპანიას ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ.

კამპანია “არ ხარ მარტო” აერთიანებს ჟურნალის “ეგალიტე” პირველ ნომერს, “სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”, და ვიდეოკლიპების სერიას. კამპანიის მასალებს ორგანიზაციის საიტისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ.

კამპანია მიზნად ისახავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის უმწვავეს პრობლემაზე მსჯელობის დაწყებას.
.
ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის” მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.

#არხარმარტო
#ეგალიტე
#თანასწორობისმოძრაობა

Posted by Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა on Thursday, 30 January 2020

დღესვე აუდიტორიას წარუდგინეს კამპანიის ვიდეოკლიპების ნაწილი, რომლებიც აერთიანებს იმ ადამიანების ზეპირ ისტორიებს, რომლებმაც გამოსცადეს ბულინგი. ასევე, ერთ-ერთ ვიდეოკლიპში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები გაერთიანდნენ ბულინგის წინააღმდეგ. ვიდეკლიპები გავრცელედება სოციალურ მედიაში და მისწვდება საკითხით დაინტერესებულ აუდიტორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი