საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2015 წლის 28 აპრილი-6 მაისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3.7%-ია.
“მოსახლეობის მხრიდან სოციალური საკითხების გაშუქებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭება, შეიძლება, ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებით და ამ პროცესის პარალელურად ეკონომიკური საკითხების აქტუალურობით აიხსნას. 2013 წელს ჩვენ მიერ CRRC-ისთვის დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, 7%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების წილიც, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები მოსახლეობას ინფორმაციას მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ უნდა აწვდიდნენ” – აცხადებენ “საერთასორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” თბილისის ოფისში.
თუმცა იმ ადამიანების რიცხვი (16%), რომლებიც ჟურნალისტების მოვალეობად მთავრობის კრიტიკას თვლიან, თითქმის არ შეცვლილა.
კვლევის თანახმად, კვლავ ძალიან დაბალია და 3%-ს არ ცდება გამოკითხულთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები ხელისუფლების ინტერესს უნდა ემსახურებოდნენ.
კვლევა აჩვენებს, რომ 10%-ით შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ გარიყული ან უგულებელყოფილი ადამიანების პრობლემების გაშუქება.
2013 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, შემცირებულია მათი რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები სოციალურ უთანასწორობას უნდა აშუქებდნენ.
