ახალი ამბები

გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკითხვაზე სამი პირი გადაიყვანეს

30 იანვარი, 2020 •
გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკითხვაზე სამი პირი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე, თავდასხმის ფაქტზე სამი პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გვარამიას ინფორმაციით, მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესიდან დროებით გავიდა.

გვარამიას თქმით, თავდამსხმელების დანახვა ვერ მოახერხა. ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს უცნობმა პირებმა დაზიანებები თვალისა და ცხვირის არეში მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი