ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო გეგმავს, რომ ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიტანოს. შენობის საწყისი ფასი 95 მლნ ლარი იქნება.
თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან თქა, რომ პრივატიზაციისთვის განკუთნილი 100 ობიექტის ნუსხაში სახელმწიფო აპირებს შეიტანოს ე.წ. რიყის დოქები – შენობა, რომელიც რიყის პარკშია განთავსებული და ამჟამად უფუნქციოა.
„მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა, სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, არადა, ეს შენობა ძალიან საინტერესო ადგილას დგას. იქ, სადაც ბერი ვიზიტორი იყრის თავს “, – ამბობს თურნავა.
მინისტრი დასძენს, რომ შენობა „საჯარო და გამჭვირვალე აუქციონზე“ გავა და მისი საწყისი ფასი 95 მლნ ლარი იქნება. თურნავა განმარტავს, რომ სამინისტრომ შენობის ეს ფასი სამხარაულის ბიუროს შეფასების შემდეგ შეარჩია.
„ჩვენ შევძლებთ „გავტესტოთ“, რამდენად რელევანტურია ეს ფასი და რამდენად ობიექტური , ღია საჯაღო აუქციონის გზით,“ – აცხადებს ის.