აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქართული კომპანიაა, რომლის თანამშრომლებსაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში, საბანკო-საფინანსო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. დღეის მდგომარეობით კომპანიის გუნდი 40-მდე თანამშრომლისგან შედგება. „ლოიალტე“ 2019 წლის ოქტომბრიდან აჭარის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობით ფუნქციონირებს და სრულფასოვან მომსახურებას უწევს ადგილობრივ ბიზნესს.
28 იანვარს კომპანია „ლოიალტესა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის კომპანიის გამოცდილების გაზიარება, სამუშაო ადგილების მოძიებაში დახმარება, ტრენინგ-სემინარების საშუალებით საჭირო უნარებით აღჭურვა და სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიან კადრად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობაა.
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჭარის რეგიონში ყოველწლიურად ყველაზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ჩვენი კომპანია მზადაა, ბსუ-ს კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების გადამზადება-დასაქმებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს,“ – ამბობს კომპანია „ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობის საწყისი ეტაპია, მომავალში კი უნივერსიტეტთან ერთად „ლოიალტე“ ბევრი სხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„ლოიალტეს“ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებთან მსგავსი თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.
„ლოიალტეს“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ აუდიტორულ, საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ახალი ტიპის კავშირები ძალიან მალე საინტერესო შედეგს მოგვცემს და „Loialte“ იქნება არა უბრალოდ ბიზნესკონსალტინგი, არამედ კომპლექსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საფინანსო სერვისებთან ერთად სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებაზე იმუშავებს.
„ჩვენს ქვეყანას წარმატებული ბიზნესების არცთუ დიდი ისტორია აქვს და დადგა დრო განვითარების გარკვეულ ეტაპს მიღწეული კომპანიები ახალ სტადიაზე გადავიდნენ, რაც არამხოლოდ მოგებაზე ორიენტირებას, არამედ სოციალური პასუხისმგებლობების აღებასაც გულისხმობს, ამ მხრივ საჭიროა ბიზნესისგან მეტი ინიციატივა, ვიდრე ახლა გვაქვს,” – ამბობს გიორგი ქათამაძე.
კომპანია „ლოიალტეს“ გლობალურ ბრენდად ქცევის ამბიცია აქვს, რაც მისი მომსახურებების ექსპორტზე გატანას გულისხმობს. „ლოიალტეს“ მთავარი ღირებულება მომსახურების მაღალი ხარისხი, კმაყოფილი კლიენტი და კმაყოფილი თანამშრომელია.
„ლოიალტეს“ კომპლექსური მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
[checklist]
- Loialte – აუდიტორული, აუთსორსინგული და საკონსულტაციო მომსახურება ფინანსური, საგადასახადო და ბუღალტრული მიმართულებით;
- Loialte Legal – სრული იურიდიული მომსახურება;
- Loialte pro – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტრენინგცენტრი საქართველოში;
- Loialte Strategy – სრული ბიზნესკონსალტინგი, რომელიც ორიენტირებულია კომპანიების შექმნა/ზრდა/განვითარებაზე;
- Loialte HR – ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული მომსახურება
[/checklist]
„ლოიალტეს“ ახალი მიმართულებაა ადამიანური რესურსების მოძიება/შერჩევა/შენარჩუნებასთან (HRM) დაკავშირებული მომსახურებები, რომლის ფარგლებშიც „ლოიალტემ“, ციფრულ სააგენტო “სმარტვებთან” თანამშრომლობით, დასაქმების ინოვაციური პორტალი – hiro.ge შექმნა (www.hiro.ge).
ბათუმი, დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე აქტიურია ბიზნესის თვალსაზრისით, შესაბამისად კომპანიისთვის აქ დამკვიდრებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 2019 კომპანიისთვის განსაკუთრებული ზრდის წელი იყო – მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კლიენტების, ასევე შესრულებული პროექტების რაოდენობა.
კომპანიის განვითარების დინამიკის, ასევე დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2020 „ლოიალტესთვის“ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდის წელი იქნება. ამ მიზნით „ლოიალტე“ რამდენიმე ახალი მიმართულების დამატებასაც გეგმავს, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოს კლიენტებისთვის კომპანიასთან ურთიერთობა.
Loialte – თქვენი წარმატებისთვის!