რუსთავში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მთავარი არხის ცნობით, გარდაცვლილები ცოლ-ქმარი იყვნენ და ქირით ცხოვრობდნენ.