შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის საერთაშორის აერპორტში ერთი პირი დააკავეს. უწყების თქმით, მისი პირადი ჩხრეკისას 508 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს ამბობს, რომ პირს ნარკოტიკული საშუალებები უცხო ქვეყნიდან საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა და ის ბრალს აღიარებს.