7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა კარიბის ზღვაში, იამაიკასა და აღმოსავლეთ კუბას შორის.
Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ, შესაძლოა, კუბაში, იამაიკაში, მექსიკის დასავლეთით და ცენტრალურ ამერიკაში ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს, რომლის ტალღების სიმაღლეც დაახლოებით ერთ მეტრს მიაღწევს. Reuters ამის შესახებ ინფორმაციას ცუნამის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად გამოწვეული რყევები კუბის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა დედაქალაქ ჰავანაში მიწისძვრა თითქმის არ უგრძვნიათ. მიწისძვრისგან გამოწვეული ბიძგები ასევე სუსტად იგრძნობოდა იამაიკასა და კინგსტონში.
კაიმანის კუნძულების მთავრობის კატასტროფის მართვის სააგენტო ტვიტერზე ავრცელებს პოსტს, სადაც ხალხს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სანაპიროებთან მიახლოებისგან.