ახალი ამბები

კონგრესმენი ოლსონი: ივანიშვილი პუტინის მარიონეტია

29 იანვარი, 2020 • 3333
კონგრესმენი ოლსონი: ივანიშვილი პუტინის მარიონეტია

კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” ლიდერს პუტინის მარიონეტი უწოდა და სხვა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას.

“მე მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ “სეზამის ქუჩის” პერსონაჟ Oscar The Grouch-ს (“უხასიათო ოსკარი”) და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც სახლს ანაგვიანებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ამერიკელ ინვესტორს საქართველოში და ასევე შეუტია ადამიანის ძირითად უფლებებს”, – აღნიშნა პიტ ოპლსონმა.

კონგრესმენმა ისაუბრა ამერიკულ ნავთობკომპანია “ფორნტერაზე”, რომელიც საქართველოში ნავთობს 1990-იანი წლებიდან მოიპოვებს და ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. კომპანიამ გაათავისუფლა საქართველოში დასაქმებული პირები, რომლებიც მისგან თითქმის ერთწლიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

კონგრესმენ ოლსონის თქმით, აღნიშნული კომპანია წლების განმავლონაში წარმატებით ქმნიდა სამუშაო ადგილებს.

“ეს ხდებოდა მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ არ ჩაიგდო ყველა ოპერაცია და არ დაეუფლა მათ ტექნიკას. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ გააკონტროლებს საქართველოს ნავთობს. გამოღვიძების დროა, ქართველ ხალხს სჭირდება ჩვენი დახმარება, შემომიერთდით და ხმა ავიმაღლოთ საქართველოში თავისუფლებისთვის”, – პიტ ოლსონმა მოუწოდა კონგრესმენებს.

მან თავისი გამოსვლის ვიდეო ტვიტერზე შემდეგი ტექსტით დააშეარა: “დღეს წარმომადგენელთა პალატაში ვისაუბრე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ საქართველოში კორუმპირებული მთავრობისა და რუსეთის გავლენის დასრულებას.

რაც შეეხება Oscar The Grouch-ს (“უხასიათო ოსკარი”), ეს არის ამერიკული სატელევიზიო შოუს, “სეზამის ქუჩის” პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და უსარგებლო ნივთების, ნაგვის შეგროვებითაა დაკავებული.

Oscar The Grouch

მასალების გადაბეჭდვის წესი