ახალი ამბები

2018 წელს ჩემს დაბრუნებაზე ოპოზიციაში კონსენსუსი არ იყო – სააკაშვილი

28 იანვარი, 2020 • 672
2018 წელს ჩემს დაბრუნებაზე ოპოზიციაში კონსენსუსი არ იყო – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2018 წელს ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ  სააკაშვილმა პოლიტიკურ ბარ “პარლამენტში” კიევიდან ჩართვისას განაცხადა:

“მე მუხრუჭები საერთოდ რომ არ მაქვს, ეს უკარაინაში ორჯერ დაბრუნებით დავამტკიცე. რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნება ჩემი დიდი გეგმაა. რატომ არ გავაკეთე აქამდე?! იმიტომ, რომ ეს ბევრ რამეს გამოიწვევდა:  სისხლისღვრას, მათ შორის რუსეთის სხვანაირ ქმედებებს, შიდააშლილობას მათ შორის ოპოზიციაში, რადგან 2018 წელს სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო თუ არა, ამაზე კონსენსუსი არ იყო”, – აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში დაბრუნება მისი დიდი სურვილია და ამისთვის მზად არის.

როგორც ცნობილია, საქართველოდან წასვლის შემდეგ ექსპრეზიდენტი პერიოდულად აანონსებს საქართველოში დაბრუნების გეგმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი