ახალი ამბები

უკრაინაში დაფიქსირებული კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ვირუსი არ არის

27 იანვარი, 2020 •
უკრაინაში დაფიქსირებული კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ვირუსი არ არის

UNIAN-ის ინფორმაციით, კიევში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს ის ვირუსი არ არის, რომელიც მსოფლიოში ჩინეთიდან, ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა.

კორონავირუსი ვირუსთა კონკრეტულ ჯგუფს ჰქვია, რომლებიც მწვავე რესპირატორულ და ნაწლავურ დაავადებებს იწვევენ.  სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით.

გამოცემა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსა და კიევის საქალაქო ლაბორატორიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპის გამოჩენის შემდეგ, სულ 67 ნიმუშს ჩაუტარდა სამედინო ექსპერტიზა, აქედან კორონავირუსის ჯგუფის წარმომადგენელი მხოლოდ ერთი იყო.

ინფომრაცია უწყებამ შემდგომ გამოაქვეყნა ფეისბუკზე, სადაც მომხმარებლები კითხულობდნენ, იყო თუ არა ეს ჩინეთიდან გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსი. რაზეც უწყებამ უპასუხა, რომ ეს ასე არ იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადებები, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV. ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში.

რაც შეეხება ჩინეთის შემთხვევას, ბოლო ინფორმაციით, ვუჰანიდან გავრცლეებულ კორონავირუსს უკვე 80 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა გარდა, ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 2 744 შემთხვევაა დადასტურებელი. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, 461 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 51 განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს

მასალების გადაბეჭდვის წესი