ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Trend: ევროსაბჭოს პოზიცია აზერბაიჯანის წევრობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

26 ივნისი, 2015 •
Trend: ევროსაბჭოს პოზიცია აზერბაიჯანის წევრობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა სტრუქტურებმა, იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის მნიშვნელოვანია პრინციპი -“უნდა იყოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა”. ამას ცხადყოფს ამ სტრუქტურების დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ. ეს ორმაგი სდანდარტის მორიგი მაგალითია”, – წერს მამედოვი.

 

თავის პოსტში ის ასევე აღნიშნავს, რომ არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა აიძულოს აზერბაიჯანი, შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი.

 

23 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა ანგარიში თემაზე “დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება აზერბაიჯანში”. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, განხილვის შედეგად, რეზოლუციის ტექსტში ცვლილებები შევიდა. ტექსში აღარ არსებობს წინანდელი ფორმულირება” სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის და სხვა შვიდი რაიონის ოკუპაციის შესახებ”, დოკუმენტი მხოლოდ იმის კონსტატაციას შეიცავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა “ინფორმირებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსებობის შესახებ”.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი