შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობითვე, მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იყო და ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.