ახალი ამბები

ბულგარეთში 2 რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

24 იანვარი, 2020 • 931
ბულგარეთში 2 რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

ბულგარეთის პროკურატურამ ორი რუსი დიპლომატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი სპეცსამსახურების ინფორმაციით, ისინი ჯაშუშობით იყვნენ დაკავებულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთის პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, პირველი ეჭვმიტანილი ბულგარეთში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივანია. პროკურატურაში მის ვინაობას არ ასახელებენ. გამოძიების ინფორმაციით, იგი ჯაშუშობით 2017 წლიდან იყო დაკავებული და ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო მექანიზმები აინტერესებდა.

მეორე ეჭვმიტანილი სოფიაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელია – იგი ინფორმაციას ენერგეტიკულ სფეროზე აგროვებდა. გამოძიების ცნობით, ამ საქმიანობას 2018 წლის ოქტომბრიდან ეწეოდა.

ბულგარეთიდან უკვე გამოაძევეს ერთი დიპლომატი – პროკურატურა მასაც ჯაშუშობას ედავებოდა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა რუსეთმაც. ამ შემთხვევაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი