როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა ზინაიდა ვარვაშტიანმა Sputnik-ის კორესპონდენტს შეატყობინა, 15 წუთის განმავლობაში მოხალისეების სახელობის ქუჩა წყლით მთლიანად გაივსო.
“წყალი ყველა სახლში შევიდა, მეზობელ სახლში ბზარები გაჩნდა და იქ მცხოვრები საწყალი მოხუცი მთელი დღეა ვერ ახერხებს სახლში შესვლას”, – ამბობს ვარვაშტიანი.
ინესა ბარგანჯიაც ასევე ამბობს, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუჩა მთლიანად დატბორილია.
“ჩვენთან ადამიანები ცურავენ, მანქანები ცურავენ. დატბორილია სახლები, სარდაფები, გახეთქილია კანალიზაციები. ეს ნამდვილი კატასტროფაა”.
მოსახლეობის ინფორმაციით, დაზარალებულებისთვის სამაშველო სამსახურებს დახმარება არ გაუწევიათ.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |