უკვე მეხუთე დღეა, ერევანში რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ბაგრამიანის გამზირი, სადაც სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის რეზიდენცია მდებარეობს.
პოლიციამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა აქციების პარალელურად. 22 ივნისს, როცა დემონსტრანტები მიემართებოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ იმ მოთხოვნით, რომ პრეზიდენტს აღეკვეთა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება, პოლიციამ გადაკეტა ბაგრამიანის გამზირი და ხალხს აქციის დაშლისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრაცია არ ჩაითვლებოდა მშვიდობიანად და პოლიცია მიიღებდა შესაბამის ზომებს. პასუხად დემონსტრანტები დასხდნენ ქუჩაზე და ამით გამოხატეს აქციის მშვიდობიანი ფორმა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება მსხდომარე ადამიანების მიმართ, მონაწილეების ძალით გაყვანა და დაკავება.
ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის წინააღმდეგ აქცია 19 ივნისს დაიწყო.


![]() |
|
||





