ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: წნელისთან დაკავშირებით ცხინვალის რეაქცია გადაჭარბებულია

22 იანვარი, 2020 • 2445
ლავროვი: წნელისთან დაკავშირებით ცხინვალის რეაქცია გადაჭარბებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ლავროვმა 2020 წლის 17 იანვრის პრესკონფერენციაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა. 

“რთული სიტუაცია შეიქმნა ქართულ-ოსური საზღვრის გასწვრივ წინა წელს. დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდა სამხრეთ ოსეთთან ახლოს, სოფელ წნელისში, ქართული ძალოვნების პოსტი. აღსანიშნავია ასევე ცხინვალის გადაჭარბებული რეაქციაც. მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავშეკავებისა და საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ ჟენევის დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ფარგლებში. 

წნელისის კრიზისი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ დიალოგის დაწყების საჭიროებას”, – განაცხადა ლავროვმა.

2019 წლის აგვისტოში, სოფელ წნელისში ქართული პოლიციის პოსტის ჩადგმის შემდეგ, ცხინვალმა, დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ახალგორის თბილისისკენ გამშვები პუნქტი ჩაკეტა და, შესაბამისად, ახალგორის მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა. ბიბილოვი თბილისს დღემდე ულტიმატუმს უყენებს – გამშვები პუნქტის გახსნა ახალგორელებისთვის მხოლოდ შესაძლებელი იქნება წნელისში ქართული პოლიციის პოსტის აღების შემდეგ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი