ახალი ამბები

კალაძის თქმით, აუტიზმის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1230-მდე გაიზრდება

22 იანვარი, 2020 •
კალაძის თქმით, აუტიზმის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1230-მდე გაიზრდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წელს მერია აუტიზმის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობას გაზრდის. როგორც კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უწყება დამატებით დააფინანსებს 230 ბავშვს, რომელიც პროგრამაში ჩასართავად მოლოდინის რეჟიმში იყო:

“თქვენ იცით, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა. მოლოდინის რეჟიმში იყო დახლოებით 230 ბავშვი, ვინც ელოდებოდა თავის რიგს. ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის სერიოზული პრობლემა იყო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბავშვებიც დავაფინანსოთ. 1230-მდე გაიზრდება. ჩვენ შარშან გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე” ,- თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ერთი ბავშვის დასაფინანსებლად მერია თვეში 400 ლარს გამოყოფს. მერის განმარტებით, პროგრამით მოსარგებლეები ასაჯობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ჩაუტარდებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი