ახალი ამბები

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

22 იანვარი, 2020 •
თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს.

1989-1990წლებში სიგუა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1991 წლის აგვისტოში გადადგა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას; ეს ბრძოლა საბოლოოდ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა, ის იყო სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი